ლებრონ ჯეიმსი ბლეიკ გრიფინის გაცვლას გამოეხმაურა: ეს სამწუხაროა

AutoSharing Option
"კლივლენდ კავალიერზის" ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა აღიარა, რომ წუხს იმის გამო, რომ "კლიპერსმა" ბლეიკ გრიფინი "დეტროიტში" გაცვალა.

"მან ამ გუნდში 9 სეზონი გაატარა. გასულ წელს მან კლუბთან მრავალწლიანი კონტრაქტი გააგრძელა, ამიტომ რა თქმა უნდა, ეს სამწუხაროა. მაგრამ ეს ბიზნესია.

როცა კალათბურთელს ცვლიან - ეს კლუბის ინტერესებში შედის, მაგრამ როცა თავად მოთამაშე წყვეტს წასვლას, მაშინ "ის მოღალატეა". ეს უბრალოდ სქემაა, როგორ ხდება ეს.

რა თქმა უნდა, ვიცი, რასაც ვამბობ. თან, ეს განაგონი არ მაქვს, ასეთი რამ მეც დამმართნია", - ციტირებს ჯეიმსის სიტყვებს
Cleveland.com-ი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
შე "ყველა დროის საუკეთესო"))) გოლდენის წინადადება არც განიხილო თორე შენზე მიმცემი არავინ გამოვა..
effe
12:03 04-02-2018
0

სიახლეები პოპულარული