11:15 28-05-2018
NBA. პლეი-ოფი: პირველი ფინალისტი ცნობილია [VIDEO]
AutoSharing Option
"კლივლენდმა" სტუმრად "სელტიქსს" ანგარიშით 87:79 მოუგო და ფინალში გავიდა.
შეხვედრაში საუკეთესო, როგორც მოსალოდნელი იყო, ლებრონ ჯეიმსი გახდა - მან ყველაზე მეტი, 35 ქულა ჩააგდო, რასაც 15 მოხსნა და 9 პასი დაუმატა, თუმცა დაკარგვაც (8) ყველაზე მეტი ლებრონს ჰქონდა.
ჯეისონ ტატუმმა თავისი გუნდის სასარგებლოდ 24 ქულა ჩააგდო.
"კლივლენდი" აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებული გახდა. გარდა ამისა, "კავალიერსი" NBA-ს ისტორიაში მეხუთე გუნდი აღმოჩნდა, რომელიც ზედიზედ 4 წელია ფინალში გადის. ადრე მსგავსი მიღწევა "ბოსტონს" ჰქონდა (1957-66 და 1984-87), "ლეიკერსს" (1982-85) და "მაიამის" (2011-14).
ხოლო ლებრონ ჯეიმსი კი ზედიზედ მე-8 წელია ფინალში გადის.
მაშ ასე, NBA-ს ჩემპიონატის პირველი ფინალისტის ვინაობა უკვე ცნობილია. "კავალიერსი" ფინალში "გოლდენ სტეიტსა" და "ჰიუსტონ როკეტსს" შორის გამარჯვებულს შეხვდება. გუნდებს შორის სერიის მე-7 მატჩი 29 მაისს, ჩვენი დროით 05:00 საათზე ჰიუსტონში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ისე გამოვიდა სერიაში, რომ მარტომ მოუგრიხა კისერი ლებრონმა სელტიკსს. ძალიან დიდია ეს ჩემისა...
3
0
საოცარი თამაში იყო... და ასეთი მშრალი სტატატია ამ თამაშს არ უხდება...
5
1
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული