NBA. პლეი-ოფი: კევინ დურანტმა ლეგენდარულ მეჯიქ ჯონსონს გადაუსწრო [VIDEO]

AutoSharing Option
19 აპრილს NBA-ს პლეი-ოფის მორიგი მატჩები გაიმართა.

"ბრუკლინ ნეთსმა" "ფილადელფიას" უმასპინძლა და ანგარიშით 115:131 დამარცხდა. ამ მოგების შემდეგ "სიქსერსი" სერიაში 2:1 დაწინაურდა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 31 ქულა ბენ სიმონსმა ჩააგდო და "სიქსერსს" ულიდერა. ტობიას ჰარისმა კი "ფილადელფიას" მაისურით 29 ქულა, 16 მოხსნა და 3 მოაგროვა.

"სან ანტონიომ" შინ "დენვერ ნაგეტსი" 118:108 დაამარცხა და სერიაში 2:1 დაწინაურდა. დერიკ უაიტმა ყველაზე მეტი, 36 ქულა მიითვალა, რაც მისი კარიერის რეკორდია. ხოლო უაიტს "სპურსის" გამარჯვებაში ასევე დემარ დეროზანი დაეხმარა, რომელმაც 25 ქულა ჩააგდო. ლამარკუს ოლდრიჯმა
კი ორმაგი დუბლი მიითვალა - მან 18 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა.

"დენვერიდან" ნიკოლა იოკიჩმა 22 ქულა, 8 მოხსნა და 7 პასი ჩაიწერა აქტივში.

"გოლდენ სტეიტმა" წინა მატჩში განცდილი მწარე მარცხის შემდეგ სტუმრად "კლიპერსი" ანგარიშით 132:105 დაამარცხა და სერიაში 2:1 დაწინაურდა.

კევინ დურანტმა 38 ქულა ჩააგდო, სტეფ კარიმ - 21.

კლიპერსი - გოლდენ სტეიტი 105:132

აღსანიშნავია, რომ "უორიორსის" ფორვარდმა პლეი-ოფში დაგროვებული ქულების მიხედვით ლეგენდარულ მეჯიქ ჯონსონს გადაუსწრო.

დურანტმა სერიის მესამე მატჩში ქულების რაოდენობა 3 702-მდე აიყვანა და ჯონსონის მაჩვენებელი ერთი ქულით გააუმჯობესა. დურანტს შეუძლია მიმდინარე სეზონში ჰაკიმ ოლაჯუვონს (3 755) და ჯონ ჰავლიჩეკს (3 776) გადაუსწროს. შემდეგ, სიის მიხედვით, ლარი ბიორდია (3 897) და მე-10 ადგილზე მყოფი დუეინ უეიდი (3 954).

მასპინძელთაგან 18 ქულა და 15 მოხსნა ივიცა ზუბაჩმა მოაგროვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული