NBA. პლეი-ოფი: ლილარდის გიჟური ტყორცნა და "პორტლენდი" მეოთხედფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 24 აპრილს, NBA-ს პლეი-ოფის მორიგი მატჩები გაიმართა და სამი მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვა.

"ტორონტომ" "ორლანდო მეჯიქს" შინ ანგარიშით 115:96 სძლია და სერიაში 4:1 გაიმარჯვა. კანადელებს კავაი ლეონარდმა 27 ქულით ულიდერა. პასკალ სიაკამმა კი "ტორონტოს" 24 ქულა შესძინა.

"ტორონტო" ზედიზედ მეოთხე სეზონია მეოთხედფინალში გადის.

ტორონტო - ორლანდო 115:96
"ფილადელფიამ" "ბრუკლინი" მიიღო და ანგარიშით 122:100 დაამარცხა. ეს "სიქსერსის" მეოთხე მოგება გახდა სერიაში და მეოთხედფინალში "ტორონტოს" შეხვდება. "ფილადელფიი
დან" ჯოელ ემბიდმა 23 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა, რაც შეხვედრაში ქულებსა და მოხსნებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

"ფილადელფია" ზედიზედ მეორე წელია პლეი-ოფის მეორე რაუნდში გადის. გასულ სეზონში ის "ბოსტონთან" დაპირისპირებაში გამოეთიშა მეოთხედფინალს.

ფილადელფია - ბრუკლინი 122:100
"დენვერნმა" შინ "სან ანტონიოს" ანგარიშით 108:90 მოუგო და სერიაში 3:2 დაწინაურდა. "დენვერიდან" ჯამალ მიურეი გამოირჩა, რომელმაც 23 ქულა მიითვალა. ნიკოლა იოკიჩმა კი 16 ქულას 11 მოხსნა და 8 პასი დაუმატა.

"სპურსიდან" ლამარკუ ოლდრიჯმა და დემარ დეროზანმა 17-17 ქულა მიითვალეს.

დენვერი - სან ანტონიო 108:90

"პორტლენდმა" "ოკლაჰომას" უმასპინძლა და ანგარიშით 118:115 სძლია. "პორტლენდმა" "თანდერი" სერიაში 4:1 დაამარცხა. მასპინძლებმა "ოკლაჰომა" ბოლო პერიოდში გატეხეს, როცა პერიოდი 5-ქულიანი სხვაობით მოუგეს და საბოლოოდ რასელ უესტბრუკი და კამპანია პლეი-ოფს მიღმა დატოვეს.

ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა დემიენ ლილარდმა, რომელმაც 50 ქულა ჩააგდო. სწორედ მისი სამქულიანით მოიგო ბოლო წამებზე "პორტლენდმა". ლილარდმა პლეი-ოფში ქულების პირადი რეკორდი დაამყარა. აქამდე ეს მაჩვენებელი 40-ს უდრიდა. გარდა ამისა, დემიენმა 18-დან 10 სამქულიანი ჩააგდო, რაც ასევე მისი პირადი რეკორდი გახდა პლეი-ოფში.

"თანდერიდან" რასელ უესტბრუკმა სამმაგი დუბლი გაიფორმა - მან 29 ქულა, 14 პასი და 11 მოხსნა მიითვალა. პოლ ჯორჯმა კი 36 ქულას მოუყარა თავი და ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.

"პორტლენდის" მეტოქე მეოთხედფინალში "დენვერსა" და "სან ანტონიოს" შორის გამარჯვებული იქნება.

პორტლენდი - ოკლაჰომა 118:115
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული