NBA. პლეი-ოფი: კავაის არ ეხმარებიან, "სიქსერსი" სერიაში დაწინაურდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 მაისს NBA-ს პლეი-ოფის მეორე რაუნდის მორიგი მატჩი გაიმართა, სადაც "ფილადელფიამ" "ტორონტოს" უმასპინძლა და ანგარიშით 116:95 დაამარცხა.

მასპინძლების გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო ჯოელ ემბიდმა, რომელმაც 33 ქულა, 10 მოხსნა, 5 ბლოკი და 3 პასი გააკეთა.

ჯიმი ბატლერს კი სამმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა - მან 22 ქულა, 9 მოხსნა და 9 პასი დააგროვა.

"ტორონტოდან" კავაი ლეონარდი გამოირჩა, რომელმაც 33 ქულა ჩააგდო, თუმცა შეხვედრაში ყველაზე მეტი, 5 დაკარგვაც მას ჰქონდა.

კაილი ლაური თავის გუნდს მხოლოდ 7 ქულით შეეწია.

"კავაი ლეონარდს უნდა დავეხმაროთ,
განსაკუთრებით, მე. მეტი ქულა უნდა დავაგროვო და კავაის პარკეტზე დავეხმარო. მთელი გუნდი უნდა დაეხმაროს მას. ის ახლა დაუჯერებელ კალათბურთს აჩვენებს, მაგრამ მას არ ვეხმარებით. პირადად მე საერთოდ არ ვეხმარები", - ციტირებს ლაურის TSN.

ამ გამარჯვებით "ფილადელფია" სერიაში 2:1 დაწინაურდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგეც ფაჩულიას დაბრალდება :D
ლაშა
12:42 03-05-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული