9 მაისს NBA-ს პლეი-ოფის მეორე რაუნდის მორიგი მატჩები გაიმართა და პირველი ნახევარფინალისტის ვინაობაც გაირკვა.
"მილუოკიმ" "ბოსტონ სელტიქსს" უმასპინძლა და ანგარიშით 116:91 დაამარცხა. ამ გამარჯვებით "ბაქსმა" სერია 4:1 მოიგო და მიმდინარე სეზონში პირველი ნახევარფინალისტი გახდა.
მასპინძელთა კალათბურთელებმა პირნათლად დაჯაბნეს მეტოქე.
იანის ანტეტოკოუნმპომ 20 ქულა ჩააგდო, კრის მიდლტონმა - 19, ერიკ ბლედსოუმ - 18, ხოლო ჯორჯ ჰილმა - 16.
"ბოსტონიდან" ყველაზე მეტი, 15 ქულა კაირი ირვინგმა დააგროვა, რითაც ნათელია, რომ სტუმრები მოწოდების სიმაღლეზე არ იყვნენ.
"მილუოკი", 2001 წლიდან პირველად, აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში
გავიდა.
მილუოკი - ბოსტონი 116:91
"გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონს" უმასპინძლა და ანგარიშით 104:99 მოუგო. "უორიორსი" სერაში 3:2 დაწინაურდა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი, 31 ქულა ჯეიმს ჰარდენმა ჩააგდო, ერიკ გორდონმა 19 ქულა მიითვალა.
როგორც იქნა, "უორიორსიდან" ქულებით გამოირჩა კლეი ტომპსონი, რომელსაც ამ ბოლო დროს თამაში არ მისდიოდა - მან მასპინძლებიდან ყველაზე მეტი, 27 ქულა ჩააგდო. სტეფ კარიმ - 25 ქულა, ხოლო კევინ დურანტმა 22 ქულა მიითვალა.
დრეიმონდ გრინს სამმაგ დუბლამდე 2 ქულა დააკლდა - მან 8 ქულა, 11 პასი და 14 მოხსნა მოაგროვა.
გოლდენ სტეიტი - ჰიუსტონი 104:99