NBA. აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალი: სერიაში "მილოუკი" დაწინაურდა [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 16 მაისის დილის 04:30 საათზე მილოუკიში გაიმართა NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის პირველი შეხვედრა. "მიოლუკი ბაქსმა" "ტორონტო რეპტორზს" უმასპინძლა და 108:100 დაამარცხა.

ამ თამაშში, როგორც დასავლეთ კონფერენციის ფინალის პირველ შეხვედრაში, ყველაფერი მეოთხე მეოთხედში გადაწყდა. ბოლო მეოთხედის წინ "ტორონტო" იგებდა, ანგარიში კანადელების სასარგებლოდ 83:76 იყო, თუმცა ბოლო მეოთხედი მასპინძლებმა 32:17 მოიგეს და საბოლოო გამარჯვებასაც მიაღწიეს.

"მილოუკის" შემადგენლობაში საუკეთესო გახლდათ ცენტრი - ბრუკ ლოპესი. ლოპესმა პარკეტი ანტეტოკუმპოსა და მიდლტონის მსგავსად ორმაგი დუბლით დატოვა - 29 ქულა და 11 მოხსნა. ჯიანისმა 24 ქულა
ჩააგდო და 14-ჯერ მოხსნა ბურთი, ხოლო კრის მიდლტონს 11 ქულა და ამდენივე მოხსნა ჰქონდა.

"ტორონტოს" მხრიდან ყველაზე მეტი ქულა კავაი ლეონარდმა ჩააგდო - 31. 30 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა კაილი ლოურის. პასკალ სიაკამმა 15 ქულა ჩააგდო.


16 მაისი, მილოუკი, "ფაისერვ ფორუმი", 04:30

"მილოუკი ბაქსი" – "ტორონტო რეპტორზი" - 108:100 (23:34, 28:25, 25:24, 32:17)


შემდეგი დაპირისპირება ისევ მილოუკიში გაიმართება 18 მაისს, იმავე დროს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული