ამერიკულმა სპორტულმა კომპანია Nike-მა NBA-ის 2019 წლის MVP-ს ბერძენ ჯიანის ანტოტოკუმპოს ოლიმპოს მთაზე ფარი დაუდგა.
ფარის ოლიმპოს მთაზე ატანასა და დამონტაჟებაში 1 ვერტმფრენი და 10 ადამიანი იღებდა მონაწილეობას. აღნიშნული პროექტი სააგენტო Wieden+Kennedy Amsterdam-მა განახორციელა.
ოლიმპოზე დამონტაჟებულ ფარს კი ეწერა: "შესაძლოა ბედმა ყველაფერი ნულიდან დაგაწყებინოს, თუმცა, ოცნებებს შენი მწვერვალზე აყვანა შეუძლია."
მოგეხსენებათ, ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ოლიმპოს მთა ღმერთების საცხოვრებელი ადგილი იყო. სიმბოლურად, თანამედროვე საბერძნეთის ყველაზე დიდ სპორტსმენტს ფარი სწორედ ოლიმპოს მთაზე დაუდგეს.