"გოლდენ სტეიტის" მწვრთნელი: 2016/17 წლების "უორიორსი" ყველა დროის საუკეთესო გუნდი იყო

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტის" მთავარი მწვრთნელი სტივ კერი თვლის, რომ 2016/17 წლების "უორიორსი" კალათბურთის ისტორიაში საუკეთესო იყო, თუმცა ამ აზრს პოლიტკორექტულად გადმოსცემს.

"ჩემი აზრით, ის გუნდი ისტორიის მანძილზე არცერთ საუკეთესო გუნდზე ნაკლები არაფრით არ იყო. სულ მცირე, იმ პერიოდში, რაც მე NBA-ს ვუყურებ, ვთამაშობდი, ვმუშაობ და შეხვედრები მიმყავს, მე არ მინახავს სხვა კლუბებისთვის ამ გუნდზე უფრო რთული მოწინააღმდეგე", - გადმოსცემს კერის სიტყვებს NBC Sports Bay Area.

შეგახსენებთ, სწორედ იმ გუნდის წევრი იყო ზაზა ფაჩულია, რომელზეც კერი საუბრობს. ქართველმა ცენტრმა 2016/17 წლების სეზონში
99 შეხვედრიდან 85-ში ითამაშა და 85-ვეში სასტარტო შემადგენლობაში იყო. თავად სტივ კერი, როგორც მოთამაშე, ლეგენდარული "ჩიკაგოს" წევრი იყო, როცა გუნდმა მაიკლ ჯორდანის ლიდერობით NBA ზედიზედ სამჯერ 1996/97/98 წლებში მოიგო. სტივ კერი 1997/98 სეზონის შემდეგ "სან ანტონიოში" გადავიდა და NBA ზედიზედ მე-4 მოიგო.

მკითხველის კომენტარები / 7 /
7 აგვისტოს იხურება ფანჯარა! არაფერი ისმის ზაზას ახალ გუნდზე?!
aburjga
12:13 31-07-2019
0
ახლა რა ხდება ზაზას თავს, იპოვა გუნდი თუ ვერა?! კიდევ რამდენი დრო დარჩა ფანჯრის დახურვამდე?!
aburjga
13:31 26-07-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული