"გოლდენ სტეიტის" მთავარი მწვრთნელი სტივ კერი თვლის, რომ 2016/17 წლების "უორიორსი" კალათბურთის ისტორიაში საუკეთესო იყო, თუმცა ამ აზრს პოლიტკორექტულად გადმოსცემს.
"ჩემი აზრით, ის გუნდი ისტორიის მანძილზე არცერთ საუკეთესო გუნდზე ნაკლები არაფრით არ იყო. სულ მცირე, იმ პერიოდში, რაც მე NBA-ს ვუყურებ, ვთამაშობდი, ვმუშაობ და შეხვედრები მიმყავს, მე არ მინახავს სხვა კლუბებისთვის ამ გუნდზე უფრო რთული მოწინააღმდეგე", - გადმოსცემს კერის სიტყვებს NBC Sports Bay Area.
შეგახსენებთ, სწორედ იმ გუნდის წევრი იყო ზაზა ფაჩულია, რომელზეც კერი საუბრობს. ქართველმა ცენტრმა 2016/17 წლების სეზონში