"გოლდენ სტეიტის" მწვრთნელი: 2016/17 წლების "უორიორსი" ყველა დროის საუკეთესო გუნდი იყო

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტის" მთავარი მწვრთნელი სტივ კერი თვლის, რომ 2016/17 წლების "უორიორსი" კალათბურთის ისტორიაში საუკეთესო იყო, თუმცა ამ აზრს პოლიტკორექტულად გადმოსცემს.

"ჩემი აზრით, ის გუნდი ისტორიის მანძილზე არცერთ საუკეთესო გუნდზე ნაკლები არაფრით არ იყო. სულ მცირე, იმ პერიოდში, რაც მე NBA-ს ვუყურებ, ვთამაშობდი, ვმუშაობ და შეხვედრები მიმყავს, მე არ მინახავს სხვა კლუბებისთვის ამ გუნდზე უფრო რთული მოწინააღმდეგე", - გადმოსცემს კერის სიტყვებს NBC Sports Bay Area.

შეგახსენებთ, სწორედ იმ გუნდის წევრი იყო ზაზა ფაჩულია, რომელზეც კერი საუბრობს. ქართველმა ცენტრმა 2016/17 წლების სეზონში
99 შეხვედრიდან 85-ში ითამაშა და 85-ვეში სასტარტო შემადგენლობაში იყო. თავად სტივ კერი, როგორც მოთამაშე, ლეგენდარული "ჩიკაგოს" წევრი იყო, როცა გუნდმა მაიკლ ჯორდანის ლიდერობით NBA ზედიზედ სამჯერ 1996/97/98 წლებში მოიგო. სტივ კერი 1997/98 სეზონის შემდეგ "სან ანტონიოში" გადავიდა და NBA ზედიზედ მე-4 მოიგო.

მკითხველის კომენტარები / 7 /
იშვიათად გამიგია ისეთი იღბლიანი სპორტსმენი როგორც ზაზა ფაჩულიაა, ადამიანი რომელიც ნბა - ში ყოველთვის საშუალო კლასის ცენტრად მიიჩნეოდა იქ მოხვდა ზუსტად სადაც ისტორია იწერებოდა, სხვათაშორის დაბალ ხელფასს მაგ წლებში ბოგუტი არ დათანხმდა და იმ მცირე ბიუჯეტს მოერგო ზაზა რაც იყო სუპერვარსკვლავების მერე დარჩენილი ცენტრისთვის. იღბალი - აი რაც ზაზას დასდევს მთელი ცხოვრება ულქერში წასვლიდან დღემდე. მაგ წლებში გოლდენის 82 - ივე თამაში ვნახე და ზუსტად იჯდა იმ როლში რაც კერიმ მოუძებნა.
კახა
16:23 25-07-2019
1
ეს მამაძაღლი, მართლა კარგი მწვრთნელია... ;)
აჩი
15:42 25-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული