2019 წლის დრაფტის კალათბურთელებმა ტრადიციულ გამოკითხვაში მიიღეს მონაწილეობა და უპასუხეს, ვინ გახდება 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო ახალწვეული.
პირველი ადგილი "პელიკანსის" ახალწვეულმა ზაიონ უილიამსონმა დაიკავა, რომელიც დრაფტზე პირველ ნომრად აირჩიეს. მან ხმების 35 პროცენტი მიიღო.
მეორე ადგილზე ჯა მორენტი გავიდა ("მემფისი" - 27%), მესამე პოზიცია არ ჯეი ბარეტმა ("ნიქსი" - 5%) და კამერონ რედიშმა ("ატლანტა" - 5%) დაიკავეს.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის დრაფტზე გოგა ბითაძე მე-18 ნომრად "ინდიანა პეისერსმა" აირჩია.