NBA. რეგულარული: ირვინგმა დებიუტში 50 ქულა ჩააგდო, მაგრამ "ბრუკლინი" ვერ გადაარჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
24 ოქტომბერს NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა.

სამწუხაროდ, "ინდიანა პეისერსის" შემადგენლობაში არ შედგა ქართველი ცენტრის, გოგა ბითაძის დებიუტი. ბითაძე განაცხადში კი იყო, მაგრამ სათამაშო წუთები არ მისცეს.

"პეისერსი" "დეტროიტთან" ანგარიშით 110:119 დამარცხდა. დეტროიტელებს ანდრე დრამონდმა ულიდერა, რომელმაც შეხვედრაში ყველაზე მეტი, 32 ქულა დააგროვა, რასაც 23 მოხსნა მიამატა. ლუკ კენარდმა კი 30 ქულა მიითვალა.

"პეისერსიდან" კი თავი დომანტას საბონისმა გამოიჩინა, რომელმაც 27 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა. მაილს ტერნერმა 25 ქულას 9 მოხსნა მიამატა.


საინტერესო მატჩი გაიმართა ბრუკლინში, "ნეთსმა" "მინესოტას" უმასპინძლა და ანგარიშით 126:127 დამარცხდა. გუნდების შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა და "მინესოტამ" ოვერტაიმში მოიპოვა უპირატესობა.

აღსანიშნავია, რომ "ბრუკლინის" შემადგენლობაში კაირი ირვინგის დებიუტი შედგა, რომელმაც 50 ქულა ჩააგდო, რასაც 8 მოხსნა და 7 პასი მიამატა. ირვინგს თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს და საბოლოოდ "ნეთსი" დამარცხდა. ირვინგს შეეძლო გუნდისთვის მოგების მოტანა, მაგრამ ბოლო წამებზე მისმა ტყორცნამ მიზანს ვერ უწია.


კარლ თაუნსმა და ანდრე უიგინსმა ჯამში 57 ქულა ჩააგდეს. თაუნსმა 36 ქულას 14 მოხსნა დაამატა, ხოლო უიგინსმა 21 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა.

"სან ანტონიომ", გრეგ პოპოვიჩის ხელმძღვანელობით, "ნიქსი" დაამარცხა. პოპოვიჩი უკვე 24-ე სეზონია NBA-ში მწვრთნელად მუშაობს, რაც უნიკალური მიღწევაა.

ლუკა დონჩიჩისა და კრისტაფ პორზინგისის ლიდერობით, "დალასმა" ვაშინგტონი" 108:100 დაამარცხა. დონჩიჩმა 34 ქულა ჩააგდო, პორზინგისმა კი - 23.

სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ორლანდო-კლივლენდი 94:85
ინდიანა-დეტროიტი 110:119
შარლოტი-ჩიკაგო 126:125
ფილადელფია-ბოსტონი 107:93
მაიამი-მემფისი 120:101
ბრუკლინი-მინესოტა 126:127 (115:115)
სან ანტონიო-ნიქსი 120:111
დალასი-ვაშინგტონი 108:100
იუტა-ოკლაჰომა 100:95
პორტლენდი-დენვერი 100:108
ფინიქსი-საკრამენტო 124:95
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული