"მილოუკი ბაქსის" კალათბურთელ ერიკ ბლედსლოუს "ლოს ანჟელეს კლიპერსთან" შეხვედრაში ბურთის გათამაშება დაავიწყდა და მსაჯის მიერ გადაცემული ბურთის შემდეგ პირდაპირ დრიბლინგი დაიწყო.
29 წლის ბლედსლოუ, რომელიც საკმაოდ კარგი კალათბურთელია, NBA-ს წლევანდელ სეზონში საშუალოდ 27 წუთს თამაშობს და 14.1 ქულას აგროვებს.
შეხვედრა კი "მილოუკიმ" მაინც მოიგო, თუმცა მატჩში საუკეთესო არა ბლედსლოუ, არამედ ჯიანის ანტეტოკუმპო იყო ორმაგი დუბლით - 38 ქულითა და 16 მოხსნით.