NBA. რეგულარული: ლებრონის 90-ე სამმაგი დუბლი, დევისის 8 ბლოკი! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 იანვარს NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღე გაიმართა.

"ლეიკერსმა" შინ "დეტროიტ პისტონსი" ანგარიშით 106:99 დაამარცხა. ეს "ლეიკერსისთვის" ზედიზედ მეხუთე გამარჯვებაა ლიგაში.

მასპინძლების ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა სამმაგი დუბლი გაიფორმა - 21 ქულა, 14 მოხსნა და 11 გადაცემა. ეს ლებრონის 90-ე სამმაგი დუბლია კარიერაში.

მიმდინარე სეზონში ჯეიმსი 9 სამმაგი დუბლით ლიგაში მეორე ადგილს იკავებს. პირველ ადგილზე 10 სამმაგი დუბლით ლუკა დონჩიჩია.

ენტონი დევისმა კი "დეტროიტთან" 24 ქულა, 11 მოხსნა და 8 ბლოკი მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ დევისმა ამ მაჩვენებლით ლეგენ
დარული კარიმ აბდულ-ჯაბარისა და შაკილ ო'ნილის მიღწევა გაიმეორა და "ლეიკერსის" მესამე კალათბურთელი გახდა 1982 წლიდან, რომელმაც მატჩში მინიმუმ 24 ქულა, 11 მოხსნა და 8 ბლოკი ჩაიწერა აქტივში.

დევისი "ლეიკერსის" პირველ სეზონში საშუალოდ მატჩში 27.8 ქულას, 9.5 მოხსნას, 3.2 გადაცემას და 2.4 ბლოკს აგროვებს.

"დეტროიტიდან" და საერთოდ მატჩში ყველაზე მეტი, 28 ქულა დერიკ როუზმა ჩააგდო.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

კლიპერსი-ნიუ იორკი 135:132
მაიამი-პორტლენდი 122:111
კლივლენდი-მინესოტა 103:118
ფინიქი-მემფისი 114:121
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული