ენტონი დევისმა "ლეიკერსთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა - უკეთესს ელოდება

AutoSharing Option
როგორც Yahoo Sports-ი წერს, "ლოს ანჟელეს ლეიკერსის" ფორვარდმა ენტონი დევისმა კლუბის მიერ შემოთავაზებულ 146-მილიონიან კონტრაქტზე უარი თქვა და კალიფორნიელებთან კონტრაქტი არ გაახანგრძლივა.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ შეთავაზების მიხედვით, კალათბურთელს 2020/21 წლების ხელფასზე უარი უნდა ეთქვა (დაახლოებით, 28,7 მილიონი დოლარი) და თავისუფალ აგენტად 2020 წელს უნდა გასულიყო ბაზარზე.

26 წლის ფორვარდს ზაფხულში 5-წლიანი კონტრაქტის გაფორმება შეუძლია, რომლის ღირებულებაც 202 მილიონი დოლარი შეიძლება იყოს.

NBA-ს მიმდინარე სეზონში დევისი საშუალოდ 27,7 ქულას, 9,5 მოხსნასა და 3,2 შედეგიან გადაცემას აგროვებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული