NBA. რეგულარული: ლუკა დონჩიჩის 36 ქულას კავაი ლეონარდის 36-მა აჯობა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 22 იანვარს გაიმართა NBA-ს რეგულარული სეზონის ერთადერთი მატჩი "დალას მავერიქსსა" და "ლოს ანჟელეს კლიპერსს" შორის, რომელიც კალიფორნიელების გამარჯვებით დასრულდა - 110:107.

მთელი შეხვედრა დაძაბული მიმდინარეობდა და ეს მეოთხედების ანგარიშებიდანაც კარგად ჩანს - 24:24; 25:36, 29:22; 29:28.

შეხვედრაში საუკეთესო მოთამაშე მასპინძელთა გამთამაშებელი ლუკა დონჩიჩი გახდა, რომელსაც სამმაგ დუბლამდე 1 შედეგიანი გადაცემა დააკლდა. ლუკამ "დალასს" 36 ქულა, 10 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა მოუტანა. 13 ქულა ჩააგდო ტიმ ჰარდევეიმ, 12 ქულასთან ერთად 7-ჯერ მოხსნა ბურთი ბობან მარიანოვიჩმა, ხოლო ლატვიელ ფორვარდ კრისტაპს
პორზინგისს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა - 10 ქულა და 9 მოხსნა.

"კლიპერსის" შემადგენლობაში საუკეთესო კავაი ლეონარდი იყო. კავაიმ 36 ქულა ჩააგდო, 11-ჯერ მოხსნა ბურთი და 2 შედეგიანი პასიც გააკეთა. ლენდრი შემეთი ლოსანჟელესელებს 18 ქულით შეეწია, ლოუ უილიამსმა 16 ქულა ჩააგდო.

"კლიპერსი" 31 გამარჯვებით დასავლეთ კონფერენციის ცხრილში მეორე ადგილს იკავებს, ხოლო "დალასს" 27 მოგება აქვს და მე-5 პოზიციაზეა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული