NBA. "ინდიანამ" სენსაციურად ლიდერთან გაიმარჯვა, გოგა ბითაძე კი... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 13 თებერვალს, დილით გამართულ NBA-ს რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "ინდიანა პეისერსმა" აღმოსავლეთ კონფერენციისა (და ზოგადად, ლიგისაც) ლიდერი "მილოუკი ბაქსი" დაამარცხა - 118:111.

ინდიანაპოლისელებმა იანის ანტეტოკუნმპოს არყოფნით ისარგებლეს და 6-მატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტეს. სამწუხაროდ, შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია "პეისერსის" ცენტრ გოგა ბითაძეს. ახალგაზრდა ქართველი ზედიზედ მეორე მატჩში დარჩა სათადარიგოთა სკამზე.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე "ინდიანას" ფორვარდი თი ჯეი უორენი გახდა, რომელმაც 35 ქულა ჩაუგდი "მილოუკის".

სხვა შეხვედრებში აღსანიშნავი ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი იყო. "დენვერთან", ანგარიშით 120:116 მოგებულ მატჩში, "მეფემ" 32 ქულა ჩააგდო,
12-ჯერ მოხსნა ბურთი და 14 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ასევე მნიშვნელოვანი იყო ლუკა დონჩიჩის პარკეტზე დაბრუნება. "დალასის" მცველმა დაბრუნება 2-მაგი დუბლით "აღნიშნა" - 33 ქულა, 12 მოხსნა და 8 პასი.  "დალასმა" "საკრამენტოს" 19-ქულიანი სხვაობით მოუგო - 130:111.


სხვა შეხვედრები:

ორლანდო - დეტროიტი 116:112
კლივლენდი - ატლანტა 127:105
ბრუკლინი - ტორონტო 101:91
ნიუ იორკი - ვაშინგტონი 96:114
მემფისი - პორტლენდი 111:104
მინესოტა - შარლოტი 108:115
ფინიქსი - გოლდენ სტეიტი 112:106
იუტა - მაიამი 116:101

altNBA-ის ჩემპიონი პორნოგრაფიაზე იყო დამოკიდებული, ვიდეოების ყურებაში ღამეებს ათენებდა

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული