The Athletic-ის ინფორმაციით, "ბრუკლინ ნეთსის" ფორვარდი, NBA-ს ფინალების ორგზის MVP, 2014 წლის NBA-ს ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე კევინ დურანტი კორონავირუსით დაინფიცირდა.
"მომთმენები იყავით, საკუთარ თავს გაუფრთხილდით და კარანტინის წესები დაიცავით. ყველას ამ გზის გავლა გვიწევს", - თქვა დურანტმა.
აქამდე ცნობილი გახდა, რომ "ბრუკლინის" 4 კალათბურთელს დაუდგინდა კორონავირუსი. თავად კევინ დურანტს კი წლევანდელ სეზონში 1 მატჩიც არ ჩაუტარებია აქილევსის ტრავმის გამო.
"იუტას" ცენტრმა კორონავირუსი უკვე 2 კალათბურთელს გადადო