მაიკლ ჯორდანმა ყველა დროის საუკეთესო გამთამაშებელი დაასახელა

AutoSharing Option
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციისა და მსოფლიო კალათბურთის ლეგენდამ, "ჩიკაგო ბულზის" ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე მაიკლ ჯორდანმა ფილმში "ბოლო ცეკვა" განაცხადა, თუ ვის მიიჩნევს NBA-ს ყველა დროის საუკეთესო გამთამაშებლად.

"აიზეია ტომასის ტალანტს პატივს ვცემ, თუმცა, ჩემი აზრით, ყველა დროის საუკეთესო გამთამაშებელი მეჯიქ ჯონსონია. მის უკან, ერთ ნაბიჯზეა აიზეია.

მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მძულს ის, მის თამაშს მაინც პატივს ვცემ", - აღნიშნა მაიკლ ჯორდანმა.

"ბოლო ცეკვა" მაიკლ ჯორდანისა და "ჩიკაგო ბულზის" შესახებ ESPN-ის მიერ გადაღებული ფილმია. სერიებში შესულია ინტერვიუები გუნდის წამყვან მოთამაშეებთან: სკოტი
პიპენთან, დენის როდმანთან, სტივ კერთან, მთავარ მწვრთნელ ფილ ჯეკსონთან და NBA-ს სხვა ვარსკვლავებთან.

მომზადებულია Clutch Points-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
მეჯიქ ჯონსონი გამთამაშებელი არ იყო? :დ აბა ვინ იყო, ბურთის მომტანი თუ "ჟეშტიანჩიკი"? :)))
მეჯიქ, მეჯიქ
04 მაისი 2020 12:06
2
კი მაგრამ ეგ გამთამაშებელი რომ არ იყო? ალბათ აივერსონში აერია.
ddgfdf
04 მაისი 2020 11:32
25
წესით, მაგ სიმაღლის მოთამაშე არ უნდა ყოფილიყო გამთამაშებელი, მაგრამ იმდენად ძლიერი იყო მაგ კომპონენეტში, რომ ძირითადად სწორედ გამთამაშებლად თამაშობდა.
გიორგიპირველი
04 მაისი 2020 14:21
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული