ჯორდანის ექსთანაგუნდელი პიპენი: ჯანდაბა! კობი მაიკლზე უკეთესია!

AutoSharing Option
"ჩიკაგო ბულზის" ყოფილმა ფორვარდმა სკოტი პიპენმა ყოფილი თანაგუნდელი მაიკლ ჯორდანი კობი ბრაიანტს შეადარა. მისი თქმით, კობი მაიკლს ჯობდა.

"კობი ძალიან ნიჭიერი გახლდათ. ძალიან ვბრაზდები, რადგან არ ვეუბნებოდით მას, თუ რამდენად დიადი იყო. ის საუკეთესოობისკენ ილტვოდა და ასე მიისწრაფვოდა გამხდარიყო მაიკლ ჯორდანი.

როცა კობის თამაშებს ვუყურებ, საკუთარ თავს ასეთ ფიქრებში ვიჭერ: "ჯანდაბა! ის ხომ მაიკლზე უკეთესია." აღსანიშნავია ისიც, რომ ბრაიანტი დიდად შრომისმოყვარე არ იყო. ის ლიგაში პირდაპირ სკოლიდან მოვიდა, NCAA-ში არასდროს უთამაშია. ღმერთმა გაანათლოს მისი სული,"- განაცხადა პიპენმა.

მოგეხსენებათ, კობი ბრაიანტი
2020 წლის 26 იანვარს ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 6 /
შაკილ ონილი ყავდა გუნდში და მაინც ვერ ჯობნიდა ბულლსს, აბა როგორ ჯობდა?სად მაგი სად ბარკლი.
ddgfdf
24 მაისი 2020 19:13
2
მე ვფიქრობ,უბრალოდ მის ხსოვნას სცა პატივი თავისებურად,თორემ მართლა სასწაული სვიაზკა იყო ჯორდანი და პიპენი.სუპერ!!!
კახა ქ.
24 მაისი 2020 19:08
0
ვისაც სკოტის და მაიკლის დუეტი ახსოვს, შეიძლება დამეთანხმოს, თვითონ სკოტი მაიკლზე არანაკლებად გამოიყურებოდა და ორივე ჯობდა კობის. ნუ ახალგაზრდები ახლა გადამივლიან ალბათ ))
SL
24 მაისი 2020 14:58
2
ჯორდანი იყო და იქნება ნომერი პირველი. ამას არც უნდა საუბარი. აი კობი კი ყველაზე ახლოს მდგომი მაიკლთან. ვისაც გაქვთ საშუალება უყურეთ ორივეს თამაშებს და ტყუპებივით ჰგვანან თამაშში ერთმანეთს. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ჯორდანი პიპენთან ერთად(პლუს როდმანი არავისს დაავიწყდეს) უფრო ძლიერი იყო ვიდრე კობი შაკთან ერთად. კობი ჩემი აზრით ნომერი მეორე ისტორიაში ჯორდანის შემდეგ. მერე მოდიან და თან ვინები მოდიან. რა თქმა უნდა ჯორდანის დროინდელები და უფრო ძველები. ახლანდელი მოქმედებიდან ჩემი აზრით არცერთი არ იმსახურებს ტოპ10 მოხვედრას. მაგრამ ჯორდანი და კობი 1-2 რა თქმა უნდა და ეს თავად ჯორდანმაც თქვა. მხოლოდ მას აღიარებდა კონკურენთად და არაერთხელ თქვა ეს. შავი მამბა იყო იქნება ვეჩნად ისეთი კალათბურთელი ვინც იმსახურებს ყველას პატივისცემას და ჯორდანის ტყუპის ცალობას
hmmm
26 მაისი 2020 17:04
0
ეგ ვთქვი გენაცვალე მეც )
SL
24 მაისი 2020 22:15
0
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული