მეჯიქ ჯონსონი: ის მაიკლ ჯორდანის საუკეთესო ანალოგია

AutoSharing Option
NBA-ს ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო კალათბურთელმა მეჯიქ ჯონსონმა კობი ბრაიანტისა და მაიკლ ჯორდანის მსგავსების შესახებ ისაუბრა.

"კობი აღფრთოვანებული იყო ჯორდანით და მას უდიდეს პატივს სცემდა. არა მხოლოდ ეს, არამედ მისი სტილის კოპირებასაც ცდილობდა. ბრაიანტი მაიკლის ყველაზე ახლოს მდგომი ანალოგია იმათგან, ვინც აქამდე გვინახავს.

კობის ისეთივე მოქმედებები და აზროვნება ჰქონდა, როგორიც მაიკლს. ის "მას ტყვედ არ აჰყავდი", არამედ ყელზე ფეხს გაბიჯებდა და განადგურებდა, როგორც მორალურად, ისე ფიზიკურად. კობი მეექვსე ტიტულისკენ მიილტვოდა, ჯორდანსაც ხომ ამდენივე აქვს. თუმცა ბრაიანტს მხოლოდ 1 ბეჭედი დააკლდა.

კაალთბურთის
დარბაზს მიღმა კობის იგივე უნდოდა, რაც მაიკლს. მას სურდა, ბიზნესმენი ყოფილიყო და მოასწრო კიდეც საკუთარი ბრენდის შექმნა. ეს ყველაფერი ორივეს სიამოვნებას ანიჭებდა. მათ ისეთი გზა გაიარეს, რაც ძალიან ცოტა სპორტსმენმა მოახერხა.

კობისა და მაიკლს შეეძლოთ ნებისმიერი კომპანიისა და ბრენდისთვის წარმატების მოტანა, რადგან ორივე მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავი იყო. ეს ის გახლავთ, რაც სხვებს არ ჰქონდათ. ისინი წარმატებულები იყვნენ ყველა საქმეში, მათ შორის, კალათბურთს მიღმა", - განაცხადა ჯონსონმა Fadeaway World-თან საუბარში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული