როცა კობი ბრაიანტმა შექმნა შავი მამბა

AutoSharing Option
#ისტორია

როგორც მოგეხსენებათ, 2004 წელს, კობის ბრალი დასდეს სექსუალურ ძალადობაში და, თითქმის, მთელი სეზონი სასამართლოების პარალელურად უწევდა თამაში. რეგულარული ეტაპის ერთ-ერთი თამაში უნდა გამართულიყო ლოს ანჯელეს ლეიკერსსა და ორლანდო მეჯიქს შორის, როცა, თამაშის წინა დღეს, ბრაიანტი ლოს ანჯელესიდან კოლორადოში გაფრინდა, გაატარა მთელი დღე სასამართლოში და მატჩამდე 3 საათით ადრე დაბრუნდა ,,ანგელოზების ქალაქში".

ოჯახური კონფლიქტი, სეზონის დასაწყისში გაკეთებული ოპერაცია ორივე მუხლზე და მხარზე.

წინასამატჩო გახურების გარეშე დაწყებული თამაში, რომელზეც კობიმ თქვა, რომ ეს იყო მის კარიერაში ერთადერთი მატჩი, რომელშიც მონაწილეობა არ
სურდა.

პირველი ტაიმის შემდეგ, ორლანდო 61-50 იგებდა. ტრეისი მაკგრეიდის 21 ქულა ჰქონდა, კობის - 1 ქულა, 2 მოხსნა და 2 გადაცემა(0/4 თამაშიდან, 1/2 საჯარიმო).

"შენ, შეიძლება, ცხოვრებაში დაკარგო ყველაფერი იმ სიტუაციის გამო, რომელშიც თავი ჩაიგდე. შენ, შეიძლება, დაკარგო ოჯახი და თავისუფლება, მაგრამ ამ თამაშის წაგება ყველაზე მეტად გამანადგურებს, რადგან მე ამის კონტროლი შემიძლია."

მესამე მეოთხედის ბოლოს ორლანდო, კვლავ, იგებდა 15 ქულას. მაკგრეიდის 32 ქულა ჰქონდა, კობის - 12. ამ მეოთხედის შემდეგ კობიმ უთხრა ფილ ჯექსონს, რომ მას უნდოდა მაკგრეიდის დაჭერა. ფილს არ სურდა, კობი ზედმეტად გადაეღალა დაცვაში, მაგრამ ბრაიანტმა დაარწმუნა, რომ მას ორივეს გაკეთება შეეძლო.

მეოთხე მეოთხედში მოხდა ის, რაც ძალიან ხშირად ხდებოდა, მამბას ამ მეოთხედში 24 ქულა (8/11 FG, 2-3 3P) ჰქონდა მაშინ, როცა, დაცვაში თიმაკს იყვნადა. მაკრეიდიმ, მხოლოდ, 5 ქულა აიღო (2/6 თამაშიდან). საბოლოოდ, თამაში ოვერტაიმში გადავიდა, სადაც ტრეისის ქულა არ ჰქონია, კობიმ კი, მხოლოდ, 2 ქულის აღება მოახერხა. კობი ბრაიანტმა თამაში 38 ქულით(13/26) დაასრულა. მაკგრედიმ - 37 (11-32). მატჩი კი, ლეიკერსის გამარჯვებით დასრულდა.

წყარო: Sixth Man - ბლოგი კალათბურთზე
მკითხველის კომენტარები / 2 /
საკალათბურთო და ყველანაირი კლასის ზეიმი იყო ეს კაცი...
რა მაფიაა?
01:30 30-08-2020
0
ეჰ სადღა არიან ეხლა ეგეთები-დაცვაში თამაში ეზარებათ თითო ოროლას გამოკლებით!კობი კი ყველაფერში მხეცი იყო
BOSS
19:27 29-08-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული