პაუმ თავისი გაბედნიერების ამბავი გულშემატკივრებს სოციალური ქსელის მეშვეობით ამცნო.
"ჩვენი პატარა, როგორც იქნა, აქ არის. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ჩვენ უბედნიერესები ვართ. ელიზაბეტ ჯიანა გასოლი, სახელი, რომელიც ჩვენი პატარასთვის ბევრს ნიშნავს." - წერს პაუ საკუთარ "ტვიტერზე".
შეგახსენებთ, რომ პაუ და კობი ერთად "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" რიგებში თამაშობდნენ. მათ ორჯერ შეძლეს საჩემპიონო ბეჭდების ერთად მოგება. კობი და პაუ ყოველთვის ძალიან ახლო მეგობრებად ითვლებოდნენ და ეს ფაქტი ახლა კიდევ ერთხელ დადასტურდა.
პაუ, გილოცავთ, ჩემპიონო!
მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა კობი ბრაიანტისა და მისი ქალიშვილის სურათით დაამშვენეს [VIDEO]