ფაქტორი, რომლის უქონლობა სუპერვარსკვლავებს "კლავს"

AutoSharing Option
#Sixth_Man

იცით, რა არის იანის ანტეტოკოუნმპოს უდიდესი პრობლემა, რაც მთელი კარიერის მანძილზე დაღად გაჰყვება, თუ ისეთივე პირველი ოპცია იქნება, როგორც ახლაა?

ს  რ  ო  ლ  ა  !

დღევანდელ NBA-ში ეპოქალური ეშელონის წარმატებული კალათბურთელი ვერ იქნები, თუ ნორმალურზე უკეთ არ ფლობ ამ კრიტერიუმს, მაგრამ, სამწუხაროდ, იანისი ნორმალური მსროლელიც კი არაა, სუსტია.

ბუნებრივია, ეს არ უგულებელყოფს მის იმ დომინაციას, რაც პარკეტზე შეუძლია, არც დომინაციას და არც ნებისმიერ კრიტერიუმს, რომელიც გენიალურად გამოსდის, მაგრამ ხედავთ, რა მოხდა პლეი-ოფში?
გამარ
თული სისტემით მოქმედმა გუნდმა იდეალურად წაიკითხა, თუ სად, როგორ და რა უნდა ექნა ბერძენი "მონსტრის" წინააღმდეგ.

რა არის ანტეტოკოუნმპოს ყველაზე დადებითი მხარე? ძალიან ძლიერია ფიზიკურად და ამ ასპექტის სწორად გამოყენება იცის შეტევაში, თუმცა გუნდური სტრატეგიების ეპოქაში მას კი არა, შაკილ ო'ნილსაც კი უპოვიდნენ ისეთ იარაღს, რომლითაც, შესაძლოა, ვერ "გაეკავებინათ" (ვერც იანისს მოუხერხებ ამას), მაგრამ მთელ გუნდზე მის გავლენას მიწასთან გაასწორებდნენ.

რატომ მაინცდამაინც - სროლა? იმიტომ, რომ დიდი ხანია, ყველაზე საშიში იარაღი შეტევაში მისი გამოყენებაა. იმპროვიზაციის დროს 211 სმ სიმაღლის კაცისთვის სასროლი სელექციის დაბლოკვა წარმოუდგენლად რთული რამაა.

და რამდენადაც უსიამოვნო მისაღები უნდა იყოს იანისის ფანებისთვის, ის ამას მეტად ვეღარ დახვეწს. ყველაფერს გააკეთებს ამისთვის, მაგრამ ვეღარ დახვეწს, რადგან ფიზიონომია, უბრალოდ, ამის საშუალებას არ მისცემს...

აკვირდებით ანტეტოკოუნმპოს სასროლ სელექციას? თითოეულ მოძრაობას ყურადღებით აკეთებს. ანუ ეს არ არის კარგი მაჯა, ესაა "დაყენებული მექანიზმი", რომლის NBA-ს მოედანზე რეალიზება საშინლად რთულია, რადგან ამ ლიგის ტემპი და წნეხი ამოსუნთქვის საშუალებას არ იძლევა. შედეგიც სახეზეა.

და რა არის გამოსავალი? მაშინ რა გამოდის, წარუმატებლობისთვისაა განწირული იანისი?
არა, რა თქმა უნდა. ჟურნალისტმა მაქს კელერმანმა მასზე იდეალური რამ თქვა (მაქსისგან ჭკვიანური ცოტა კი გამიკვირდა):

"მას არ სჭირდება თავისი მაიკლ ჯორდანი, როგორც - სკოტი პიპენს. მას თავისი კობი ბრაიანტი სჭირდება, როგორც - შაკილ ო'ნილს."

უზუსტესი ფრაზაა. კრის მიდლტონის მაქსიმუმი საჩემპიონო გუნდში არის მესამე ოპცია, რაც უნდა კარგად ეთამაშა ბოლო 2 თამაში. ჩვენ მშვენივრად მოგვეხსენება, რომ პლეი-ოფში ტალანტი ქმნის ფონს.

არ ვიცი, ბერძენი სად წავა, მაგრამ მას ენტონი დეივისის გზა სჭირდება. ანუ გუნდი, რომელიც მასზე კი არ იქნება დამოკიდებული, არამედ - მასზე"ც"!

პ.ს. 90-იანები ის პერიოდია, სადაც ანტეტოკოუნმპო დღევანდელზე უფრო დიდ ზენიტში იქნებოდა, ჩემი აზრით. რატომ? იმიტომ, რომ მას ვერ გააჩერებ და, წესით, ვერც მაშინდელი მონსტრები გააჩერებდნენ, თუმცა, დღევანდელი, მეტ-ნაკლებად, დისტანციური კონტაქტის პირობებში (ძველისგან განსხვავებით), როგორც ზემოთ ვთქვი, იანისის გუნდზე გავლენის ჩამოშლა უფრო ადვილია.

წყარო: Sixth Man - ბლოგი კალათბურთზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული