დღეს, 27 სექტემბერს, "ლოს ანჯელეს ლეიკერსსა" და "დენვერ ნაგეთსს" შორის NBA-ის დასავლეთ კონფერენციის ფინალის მე-5 მატჩი გაიმართა და კალიფორნიელები ლებრონ ჯეიმსის ბრწყინვალე თამაშით მოტექს 117:107 მოუგეს და სუპერფინალში გავიდნენ.
შეხვედრის ყველაზე შედეგიანი და საუკეთესო მოთამაშე, სწორედ "მეფე" გახლდათ. ჯეიმსმა პარკეტზე 40 წუთი გაატარა და ამ დროში "ლეიკერსს" 38 ქულა, 16 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა შესძინა. ენტონი დევისი მეისხანე თანაგუნდელს 27 ქულით დაეხმარა.
"დენვერის" რიგებში კი 20-20 ქულა ჯერამი გრანტმა და ნიკოლა იოკიჩმა ჩააგედეს, ჯამალ მარეის ანგარიშზე 19 ქულა, 4 მოხსნა და 8 პასი იყო.
სუპერფინალში კი "ლეიკერსი" "მაიამისა" და "ბოსტონს" შორის გამარჯვებულს შეხვდება. "მაიამის" სერიაში 3:2 მიჰყავს.