კალიფორნიელებს ერთი ნაბიჯი აშორებთ გამარჯვებამდე

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 7 ოქტომბრის გამთენიისას, NBA-ს სუპერფინალის მე-4 შეხვედრაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "მაიამი ჰიტი" დაამარცა და სერიაში ანგარიში გაზარდა.

კალიფორნიელების მხრიდან, რა თქმა უნდა, გამორჩეული ლებრონ ჯეიმსი გახლდათ, რომელმაც გუნდს 28 ქულა, 12 მოხსნა და 8 გადაცემა შესძინა. თავის მხრივ, ენტონი დევისმა 22 ქულა, 9 მოხსნა, 4 გადაცემა, 4 დაფარება მოუტანა გუნდს.

ფლორიდელების მხრიდან გამორჩეული კვლავაც ჯიმი ბატლერი გახლდათ, რომელმაც 22 ქულა, 10 მოხსნა და 9 გადაცემა შეასრულა.

შეგახსენებთ, ანგარიში 3:1-ია და "ლეიკერსს" ერთი გამარჯვება აშორებს ჩემპიონობამდე.

შემდეგი მატჩი 9 ოქტომბერს,
05:00-ზე გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რომ დაწერო რამდენით-რამდენი დამთავრდა გეზარება?
giorgi
22:55 07-10-2020
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული