დღეს, 3 ოქტომბრის გამთენიისას, სუპერფინალის მეორე შეხვედრა გაიმართა, რომელშიც "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" მაიამი ჰიტი" 124:114 დაამრცხა.
შეხვედრის პირველი ტაიმი კალიფორნიელებმა 68:54 მოიგეს და საბოლოოდ გამარჯვებამდეც მიიყვანეს საქმე.
ლებრონმა და დევისმა კვლავაც იდეალური შეხვედრა ჩაატარეს. ლებრონის ანგარიშზე 33 ქულა 9 მოხსნა და 9 გადაცემა იყო, ხოლო დევისის - 32 ქულა 14 მოხსნა 1 გადაცემა.
"მაიამის" მხრიდან კვალავ გამორჩეული იყო მათი უკანახაზელი - ჯიმი ბატლერი, რომელმაც გუნდს 25 ქულა 8 მოხსნა და 13 გადაცემა შესძინა.
"ლეიკერსმა" სერია 2:0 წაიყვანა და დასახული მიზნამდე 2 მატჩის მოგებაა დარჩენილი.
მოგეხსენებათ, ლებრონს 3 საჩემპიონო ბეჭედი აქვს, ხოლო კობის - 4. ორი მატჩის მოგების შემთხვევაში "მეფე" "შავ მამბას" მოგებული ბეჭდის რაოდენობაში გაუთანაბრდება.