წუთში 82 დოლარი - ლებრონმა "ლეიკერსთან" საოცარი კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
NBA-ს სუპერვარსკვლავმა ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსთან" ახალ მეგაკონტრაქტს მოაწერა ხელი.

როგორც ცნობილია, "მეფე" კალიფორნიაში კიდევ ორი წელი ითამაშებს, რა დროშიც 85 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს (სეზონში 42.5 მილიონს აშშ დოლარს). 

კონტრაქტი 2023 წელს დასრულდება, რა დროისთვისაც ლებრონი 39 წლის იქნება. აღსანიშნავია, რომ ჯეიმსის შვილი კოლეჯს სწორედ 2023 წელს ასრულებს და დრაფტზე ამავე წელს დადგება. რეალურია, "მეფემ" ერთი სეზონი საკუთარ შვილთან ერთადაც ითამაშოს, რადგან ამაზე სოციალურ ქსელში ხშირად საუბრობდა. 

შეგახსენებთ, გასულ სეზონში ჯეიმსმა კიდევ ერთხელ მოირგო ბეჭედი თითზე და "ლეიკერსს" მორიგი ჩემპიონობა
მოუტანა. 

მომზადებულია sport-ის მიხედვით


altლებრონ ჯეიმსი მსოფლიოს ჩემპიონია[VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 2 /
ისეთ ფორმაშია ორი წლის მერე არსად წამსვლელი არ არის
0
ზლატან ჯეიმისი და ლებრონ იბრაჰიმოვიჩი
Georgian
22:30 10-12-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული