10:38 28-12-2020
"დალასმა" "კლიპერსს" 51 ქულით მოუგო და ისტორია დაწერა [VIDEO]
AutoSharing Option
პირველი მეოთხედი 13:36 დასრულდა, ხოლო მეორე - 14:41 და "მავერიქსმა" ისტორიული შედეგი დააფიქსირა. მათ პირველი ტაიმი 50 ქულის სხვაობით, 77:27 მოიგეს, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
საუკეთესო ლუკა დონჩიჩი გახლდათ, რომელმაც 24 ქულა, 9 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.
მშვენიერი მატჩი ჩაატარა ჯოშ რიჩარდსონმაც, რომელმაც გუნდს 21 ქულა, 3 მოხსნა, 2 გადაცემა და 1 ჩაჭრა მოუტანა.
რაც შეეხება "კლიპერსს", გამორჩეული პოლ ჯორჯი გახლდათ, რომელმაც 15 ქულა, 2 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
"დალასი" 1 გამარჯვებითა და 2 მარცხით მე-11 ადგილზე იმყოფება, ხოლო "კლიპერსი" 2/1 ბალანსით - მე-4-ზე.
მომდევნო მატჩს "მავერიქსი" 31 დეკემბერს, "შარლოტის" წინააღმდეგ გამართავს. რაც შეეხება "კლიპერსს", ისინი 30 დეკემბერს "მინესოტას" უმასპინძლებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული