სეზონის სტარტზე ბითაძის გუნდი თამაშებს მიყოლებით იგებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 05:00 საათზე, გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" "ბოსტონ სელტიქსს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, 108:107 დაამარცხა. 

დღევანდელ შეხვედრაში "პეისერსის" რიგებში მალკომ ბროგდონი გამოირჩა, რომელმაც 25 ქულა, 5 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა. 

ასევე მორიგი მშვენიერი მატჩი ჩაატარა "ინდიანას"  ერთ-ერთმა ლიდერმა დომანტას საბონისმა, რომელმაც თავი 19 ქულას, 10 მოხსნას, 5 შედეგიან გადაცემასა და 1 ჩაჭრას მოუყარა. მატჩში გამარჯვების მომტანი 2 ქულა სწორედ ლიტველის ანგარიშზეა. 

შეგახსენებთ, გოგა ბითაძე ტრავმის გამო სეზონის საწყის ეტაპს ტოვებს. 

რაც შეეხება "ბოსტონს", საუკეთესო მექულე ჯეისონ
ტატუმი გახლდათ, რომელმაც 25 ქულა, 11 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა. 

კარგი მატჩი ჩაატარა ჯეილენ ბრაუნმაც, რომელმაც გუნდს 18 ქულა, 2 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოუტანა. 

"ინდიანა" 3 ტურის შემდეგ 3 გამარჯვებით მესამე ადგილზე იმყოფება, ხოლო "ბოსტონს" ბალანსი 1/2-ზე აქვს და მე-9 ადგილს იკავებს. 

ეს გუნდები მომდევნო მატჩს 30 დეკემბერს, კვლავ ერთმანეთის წინააღმდეგ გამართავენ.

alt"დალასმა" "კლიპერსს" 51 ქულით მოუგო და ისტორია დაწერა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ესეც ბელგიაა, აქაც ბელგიელი და რუსი ტრამვატოლოგები მუშაობენ? კაით რა ტფუ.
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული