დღევანდელ შეხვედრაში "პეისერსის" რიგებში მალკომ ბროგდონი გამოირჩა, რომელმაც 25 ქულა, 5 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა.
ასევე მორიგი მშვენიერი მატჩი ჩაატარა "ინდიანას" ერთ-ერთმა ლიდერმა დომანტას საბონისმა, რომელმაც თავი 19 ქულას, 10 მოხსნას, 5 შედეგიან გადაცემასა და 1 ჩაჭრას მოუყარა. მატჩში გამარჯვების მომტანი 2 ქულა სწორედ ლიტველის ანგარიშზეა.
შეგახსენებთ, გოგა ბითაძე ტრავმის გამო სეზონის საწყის ეტაპს ტოვებს.
რაც შეეხება "ბოსტონს", საუკეთესო მექულე ჯეისონ ტატუმი გახლდათ, რომელმაც 25 ქულა, 11 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.
კარგი მატჩი ჩაატარა ჯეილენ ბრაუნმაც, რომელმაც გუნდს 18 ქულა, 2 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოუტანა.
"ინდიანა" 3 ტურის შემდეგ 3 გამარჯვებით მესამე ადგილზე იმყოფება, ხოლო "ბოსტონს" ბალანსი 1/2-ზე აქვს და მე-9 ადგილს იკავებს.
ეს გუნდები მომდევნო მატჩს 30 დეკემბერს, კვლავ ერთმანეთის წინააღმდეგ გამართავენ.
"დალასმა" "კლიპერსს" 51 ქულით მოუგო და ისტორია დაწერა [VIDEO]