თამაში დაცვის გარეშე, "ბრუკლინმა" "ატლანტას" გაჭირვებით სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 31 დეკემბერს, "ბრუკლინ ნეტსმა" "ატლანტა ჰოუქსს" უმასპინძლა და 4 ქულანი სხვაობით, 145:141 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო კევინ დურანტი გახლდათ, რომელმაც 33 ქულა, 11 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება მიითვალა. 

კვლავაც კარგ თამაშებს ატარებს კაირი ირვინგი, რომელმაც გუნდს 25 ქულა, 2 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა. 

"ნეტსის" რიგებიდან ასევე ჯო ჰარისი გამოირჩა, რომელმაც 6/8 სამქულიანი ჩააგდო და გუნდს 23 ქულით დაეხმარა. 

რაც შეეხება "ატლანტას", ტრეიმ 30 ქულას, 6 მოხსნას, 10 შედეგიან გადაცემას მოუყარა
თავი. 

თავის მხრივ, ჯონ კოლინსმაც 30 ქულა ჩააგდო, რასაც 10 მოხსნა, 1 გადაცემა და ამდენიმე ჩაჭრა მოაგროვა.

კარგი მატჩი ჩაატარა ბოგდან ბოგდანოვიჩმაც, რომელმაც 22 ქულა, 4 მოხსნა, 1 გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ბოგდანმა 6/11 სამქულიანი ჩააგდო. 

altუესტბრუქის მორიგი სამმაგი და მარცხი "ჩიკაგოსთან" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
მარტო მე მეჩვენება, რომ ადრე, როდესაც დაცვა უფრო იყო (hand check) ბევრად უფრო საინტერესო იყო კალათბურთის ყურება?!
დათო
12:45 31-12-2020
0

სიახლეები პოპულარული