კაირის ლიდერობით "ბრუკლინმა" "იუტას" მარტივად სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 6 იანვარს, "ბრუკლინმა" "იუტას" უმასპინძლა და 130:96 დაამარცხა. 

როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, კევინ დურანტი მომდევნო 3 მატჩს გამოტოვებს. მან 7-დღიანი კარანტინი უნდა გაიაროს. 

"ნეტსის" რიგებიდან გამორჩეული კაირი ირვინგი გახლდათ, რომელმაც გუნდს 29 ქულა, 6 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა მოუტანა. 

კვლავ უმაღლეს დონეზე თამაშობს კარის ლევერტი, რომელმაც დღეს 24 ქულა, 1 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა. 

ჯერეტ ალენის ანგარიშზე 19 ქულა, 18 მოხსნა, 1 გადაცემა, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება გახლდათ. 

"იუტას"
მხრიდან ერთადერთი გამორჩეული მოთამაშე დონოვან მიტჩელი გახლდათ, რომელმაც თავი 31 ქულას, 4 მოხსნასა და 4 შედეგიან გადაცემას მოუყარა. 

altსაუკეთესო ახალგაზრდის გარეშე დარჩენილმა "მემფისმა" მოქმედ ჩემპიონებს არაფერი დაუთმო [VIDEO]

altის დაბრუნდა! იანისის ფანტასტიკური მატჩი და გამარჯვება "დეტროიტის" წინააღმდეგ [VIDEO]

altთამაში დაცვის გარეშე, "ბრუკლინმა" "ატლანტას" გაჭირვებით სძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული