11:33 11-01-2021
ლავინის 10 სამქულიანი გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა [VIDEO]
AutoSharing Option
კალიფორნიელების რიგებიდან საუკეთესო კავაი ლეონარდი გახლდათ, რომელმაც 35 ქულა, 2 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა დააგროვა.
კარგი მატჩი ჩაატარა პოლ ჯორჯმაც, რომელმაც გუნდს 28 ქულა, 7 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მოუტანა.
ლუ ვილიამის ანგარიშზე 21 ქულა, 1 მოხსნა, 4 გადაცემა და 3 ჩაჭრა გახლდათ.
რაც შეეხება "ჩიკაგოს", "ხარების" რიგებიდან ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა ზაკ ლავინმა, რომელმაც არასრულ 42 წუთში თავი 45 ქულას, 7 მოხსნას და 7 შედეგიან გადაცემას მოუყარა. ზაკმა 16 ნასროლი სამქულიანიდან 10 ზუსტად მოათავსა.
ახალგაზრდა კობი ვაითის ანგარიშზე 9 ქულა, 8 მოხსნა, 13 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გახლდათ.
"ჩიკაგო" 4 მოგებითა და 7 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს.
"კლიპერსი" 7 მოგებითა და 4 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული