გოგა ბითაძის "ინდიანა" ზედიზედ მეორედ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 12 იანვარს, "საკრამენტომ" "ინდიანას" უმასპინძლა და 127:122 დაამარცხა. 

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო ჰარისონ ბარნსი გახლდათ, რომელმაც 38 წუთში 30 ქულა, 8 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. 

კარგი მატჩი ჩაატარა დეარონ ფოქსმაც, რომელმაც თავი 21 ქულას, 5 მოხსნას, 9 შედეგიან გადაცემას, 1 ჩაჭრას და ამდენივე დაფარებას მოუყარა. 

"მეფეების" სნაიპერმა ბადი ჰილდმა 11 ნასროლი სამქულიანიდან 6 ზუსტად მოათავსა. 

შესანიშნავად ითამაშა რიშონ ჰოლმსმაც, რომელმაც გუნდს 16 ქულა, 10 მოხსნა, 3 გადაცემა, 1 ჩაჭრა და 6 დაფარება მოუტანა. 

რაც შეეხება "ინდიანას",
საუკეთესო კვლავაც ლიეტუველი ლიდერი დომანტას საბონისი გახლდათ, რომელმაც 40 წუთში 28 ქულა, 11 მოხსნა და 3 გადაცემა დააგროვა. 

კარგი მატჩი ჩაატარა მალკომ ბროგდონმაც, რომელმაც საკუთარ ანგარიშზე 24 ქულა, 4 მოხსნა, 9  შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. 

შეგახსენებთ, გოგა ბითაძე ტრავმის გამო სეზონის სტარტს ტოვებს.

11 თამაშის შემდეგ 5 მოგებითა და 6 მარცხით "საკრამენტო" დასავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება "ინდიანას", ისინი 6 მოგებითა და 4 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებენ.

altმაკალუმის მატჩის მომგები სროლა! "ტორონტო" ზედიზედ მეორედ ბოლო წამებზე მარცხდება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
ისევეა ინდიანა ბითაძის, როგორც ნიქსია ჩემი. ორი წელია სეზონის დაწყებას ტრავმებით, თუ რაღაც ჯანდაბით ხვდება. გუნდს თან დაყვება მუდმივად არასპორტულად ჩაცმული მაგრად გულშემატკივრობს:) ევროლიგის ცენტრებს ტოლსწორად ებრძოდა და ეხლა რაღა დაემართა ასეთი. წამოვიდეს ევროპაში, ევროლიგის ბევრი გუნდი აიყვანდა, სათამაშო პრაქტიკა მაინც ექნება, არადა ინდიანაში არაფერი სასიკეთო მას არ ელის. ღმერთმა ქნას და გაიბრწყინოს, მაგრამ საუბედუროდ ძნელია ამის დაჯერება.
emigranti
05:09 13-01-2021
0
რა ჭირს გოგას, როდის დაუბრუნდება პარკეტს, რომ დაწეროთ სრულად, რა მოხდება
Nukri
11:48 12-01-2021
0

სიახლეები პოპულარული