მაკალუმის მატჩის მომგები სროლა! ტორონტო ზედიზედ მეორედ ბოლო წამებზე დამარცხდა[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 12 იანვარს, "პორტლენდმა" "ტორონტოს" უმასპინძლა. მატჩი დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. თითქოსდა სტუმრები გამარჯვებისკენ მიიწევდნენ, მაგრამ ბოლო, მეოთხე მეოთხედში "პორტლენდმა" მატჩის შემობრუნება და 112:111 გამარჯვება შეძლო. 

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო სიჯეი მაკალუმი გახლდათ, რომელმაც 30 ქულა, 6 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. 

დემიენ ლილარდის ანგარიშზე 23 ქულა, 7 მოხსნა, 5 გადაცემა და 1 დაფარება იყო. 

შესანიშნავი მეოთხე მეოთხედი ჩაატარა კარმელო ენტონიმ, რომელმაც გამარჯვებაში ერთ-ერთი დიდი წვლილი შეიტანა. მელოს ანგარიშზე ბოლო 12 წუთში 13 ქულა გახლდათ, ჯამში კი თავი
20 ქულას, 5 მოხსნას, 3 გადაცემას, 2 ჩაჭრას და ამდენივე დაფარებას მოუყარა. 

კანადელების მხრიდან პასკალ სიაკამი გამოირჩა, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა. მის ანგარიშზე 22 ქულა, 13 მოხსნა, 10 გადაცემა და 1 ჩაჭრა გახლდათ. კამერუნელ კალათბურთელს ზედიზედ მეორე თამაშში მიეცა შანსი, რათა მატჩის მომგები სროლა ჩაეგდო, თუმცა ჯერჯერობით ამას ვერ ახერხებს.

კრის ბუშერმა 20 ქულა, 8 მოხსნა, 1 გადაცემა და 3 დაფარება მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ კრისმა 5 სამქულიანი ჩააგდო. 

10 თამაშის შემდეგ "პორტლენდი" 6 გამარჯვებითა და 4 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს. 

რაც შეეხება "ტორონტოს", კანადელები 2 მოგებითა და 8 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა, მე-14 ადგილს იკავებენ. 

altისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო შემტევმა ჩაგდებული ქულებით უდიდეს ლეგენდას გადაასწო [VIDEO+PHOTO ]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული