ლილარდის საღამო და გამარჯვება "მეფეებთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 14 იანვრის გამთენიისას, "საკრამენტომ" "პორტლენდს" უმასპინძლა. მატჩი სუპერშედეგიანი გამოდგა, საბოლოო გამარჯვება კი სტუმრებს დარჩათ. "პორტლენდმა" 132:126 მოიგო.

გამარჯვებულთა რიგებიდან საოცარი მატჩი ჩაატარა გუნდის ლიდერმა დემიენ ლილარდმა, რომელმაც თავი 40 ქულას, 1 მოხსნას, 13 შედეგიან გადაცემას და 3 ჩაჭრას მოუყარა.

შესანიშნავად თამაშობს სიჯეი მაკალუმი, რომელმაც ამჯერად გუნდს 28 ქულა, 7 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა მოუტანა.

იუსუფ ნურკიჩის ანგარიშზე 18 ქულა, 12 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 3 დაფარება გახლდათ.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო დეარონ ფოქსი გახლდათ, რომელმაც 29 ქულა,
6 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

კარგ ფორმაშია ბადი ჰილდიც, რომელმაც 26 ქულა, 6 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ბადიმ 18 ნასროლი სამქულიანიდან 8 ზუსტად მოათავსა.

11 თამაშის შემდეგ "პორტლენდი" დასავლეთ კონფერენციაში 7 მოგებითა და 4 მარცხით მე-5 ადგილს იკავებს, ხოლო "საკრამენტო" ამავე კონფერენციაში 5 მოგებითა და 7 მარცხით მე-12 ადგილზე იმყოფება.

სხვა მატჩების შედეგები კი ასეთია:

"დალასი" - "შარლოტი" - 104:93

"მილუოკი" - "დეტროიტი" - 110:101

"ბრუკლინი" - "ნიუ იორკი" - 116:109

"მემფისი" - "მინესოტა" - 118:107

"ნიუ ორლეანსი" - "კლიპერსი" - 106:111

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული