მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო სერბი ნიკოლა იოკიჩი გახლდათ, რომელმაც მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა. ნიკოლას ანგარიშზე 23 ქულა, 14 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა გახლდათ.
ჯამალ მარიმ გუნდს 17 ქულა, 9 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მოუტანა.
"გოლდენ სტეიტის" რიგებიდან საუკეთესო სტეფ კარი გახლდათ, რომელმაც თავი 35 ქულას, 11 მოხსნას, 4 შედეგიან გადაცემას და 2 ჩაჭრას მოუყარა.
ახალგაზრდა ჯეიმს ვაისმენმა 18 ქულის, 5 მოხსნის, 2 შედეგიანი გადაცემის, 1 ჩაჭრისა და 2 დაფარების დაგროვება მოახერხა.
"დენვერი" 12 თამაშის შემდეგ, 6 მოგებითა და ამდენივე მარცხით, დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზე იმყოფება.
რაც შეეხება "ოქროსშტატელებს", თავიანთი დღევანდელი მოწინააღმდეგის მსგავსად, 6 მოგებითა და 6 წაგებით, ამავე კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებენ.
სხვა მატჩების შედეგები ასეთია:
"ფილადელფია" - "მაიამი" - 125:108
"სან ანტონიო" - "ჰიუსტონი" - 105:109
"ტორონტო" - "შარლოტი" - 111:108
"პორტლენდი" - "ინდიანა" - 87:111
ლილარდის საღამო და გამარჯვება "მეფეებთან" [VIDEO]
"ლეიკერსი" ფანტასტიკურ ფორმაშია! ამჯერად მარტივი გამარჯვება "ოკლაჰომასთან"[VIDEO]