გოგა ბითაძე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სოლიდური დროით დაბრუნდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 18 იანვარს, "ლოს ანჯელეს კლიპერსმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა. მატჩი მასპინძლების გამარჯვებით, 129:96 დასრულდა. 

"ინდიანას" რიგებში სოლიდური დროით დაბრუნდა გოგა ბითაძე, რომელმაც მოედანზე 15:35 წუთი დაჰყო, რა დროშიც გუნდს 5 ქულა, 2 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოუტანა. გოგამ 5-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა. 

მისი გუნდიდან საუკეთესო დომანტას საბონისი გახლდათ, რომელმაც 19 ქულა, 14 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა. 

საუკეთესო მექულე კი დაგ მაკდერმოტი გამოდგა, რომელმაც გუნდს 23 ქულა შესძინა. 

რაც შეეხებათ მასპინძლებს,
ერთდროულად 3-მა კალათბურთელმა: პოლ ჯორჯმა, მარკუს მორისმა და ლუკ კენარდმა, 20 ქულა დააგროვა. 

კავაი ლეონარდის ანგარიშზე 17 ქულა, 7 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა გახლდათ. 

კალიფორნიული კლუბი 10 გამარჯვებითა და 4 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს. 

რაც შეეხება "ინდიანას", მათ ანგარიშზე 8 გამარჯვება და 5 მარცხია. ამ შედეგით ისინი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე იმყოფებიან. 

"პეისერსი" მომდევნო მატჩს 21 იანვარს, "დალას მავერიქსთან" გამართავს. თავის მხრივ, "კლიპერსი" ამავე რიცხვში "საკრამენტოს" დაუპირისპირდება.


altNBA. რეკორდების ცვენა "ბრუკლინის" მატჩში: "წვერამ" და დურანტმა ფენომენალური მატჩი ჩაატარეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
წაგებულ თამაშში,სათადარიგოებს აძლევენ ხოლმე სათამაშო დროს,რათა ფორმაში ჩადგნენ და ძირითადებმაც დაისვენონ.ასე რომ ეს დრო,ბევრს არაფერს ნიშნავს.მთავარია,დროზე აკრიფოს ფორმა და ტრავმებიც მოიშუშოს.კარგი ის იქნება,როცა გადამწყვეტ მომენტებში ანდობენ თამაშს.იმედია შეძლებს.
სოსო
14:08 18-01-2021
0
კარგი ის იქნება,თუევროპაში დაბრუნდება.სათამაშო დრო მაინც ექნება.ახაგაზრდაა და ასე სკამზე ჯდომით ვერ განვითარდება
გრიგოლი1408
21:06 18-01-2021
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული