კარმელო ენტონიმ “შარლოტ ჰორნეტსის” წინააღმდეგ 38 წუთში 62 ქულა (23/35) და 13 მოხსნა დააგროვა. მელომ ეს შედეგი 0 დაკარგვით დააგვირგვინა.
აღსანიშნავია, რომ “ნიუ იორკის მეფემ” 6/11 სამქულიანი ჩააგდო და გულშემატკივარს დიდებული სანახაობა შესთავაზა.
დღესდღეობით კარმელო “პორტლენდ ტრეილბლეიზერსში” გამოდის და დემიენ ლილარდთან ერთად დასახული მიზნისთვის იბრძვის.
ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო შემტევმა ჩაგდებული ქულებით უდიდეს ლეგენდას გადაასწო [VIDEO+PHOTO ]