დღეს, 28 იანვარს, "იუტა ჯაზმა" "დალას მავერიკსს" უმასპინძლა და 116:104 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო ჯორდან კლარკსონი გახლდათ, რომელმაც 31 ქულა, 7 მოხსნა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება დააგროვა.
ფანტასტიკური შეხვედრა ჩაატარა რუდი გობერმა, რომელმაც თავი 29 ქულას, 20 მოხსნას, 1 შედეგიან გადაცემას, 3 ჩაჭრასა და 3 დაფარებას მოუყარა.
ჯო ინგლესის ანგარიშზე 21 ქულა, 4 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.
რაც შეეხება "დალასს", საუკეთესო ლუკა დონჩიჩი იყო, რომელმაც გუნდს 30 ქულა, 4 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.
ტიმ ჰარდევეიმ 19 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.
კრისტაპს პორზინგისმა 18 ქულა, 5 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა.
18 თამაშის შემდეგ 14 გამარჯვებითა და 4 მარცხით "იუტა ჯაზი" დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე იმყოფება. "დალასი" 8 გამარჯვებითა და 10 მარცხით ამავე კონფერენციაში მე-11 ადგილს იკავებს.
ეს გუნდები 30 იანვარს კვლავ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.