NBA. დონჩიჩმა მატჩის მომგები სროლა გააფუჭა და ზედიზედ მე-6-ედ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 2 თებერვალს, "დალას მავერიქსმა" "ფინიქს სანსს" უმასპინძლა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 109:108 დასრულდა.

გამარჯვებულთა რიგებიდან საუკეთესო კრის პოლი გახლდათ, რომელმაც თავი 34 ქულით, 9 მოხსნით, ამდენივე შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.

კარგი მატჩი ჩაატარა დევინ ბუკერმაც, რომელმაც გუნდს 24 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა შესძინა.

დეანდრე ეიტონის ანგარიშზე 10 ქულა, 17 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება გახლდათ.

Sportall.Ge

"დალასის" რიგებიდან საუკეთესო ლუკა დონჩიჩი გახლდათ, რომელმაც 25 ქულა, 5 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება
მიითვალა.

Sportall.Ge

ჯოშ რიჩარდსონმა თავი 24 ქულით, 5 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.

ახალგაზრდა ლატვიელმა კრისტაპს პორზინგისმა ორმაგი დუბლი შეასრულა. ევროპელის ანგარიშზე 19 ქულა, 10 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება გახლდათ.

Sportall.Ge

ზედიზედ 6 მარცხის შემდეგ "მავერიქსი" 8 მოგებითა და 13 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება.

რაც შეეხება "ფინიქსს", ისინი წარმატებულ სვლას განაგრძობენ. "სანსი" 11 მოგებითა და 8 მარცხით ამავე კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს.

"დალასი" მომდევნო მატჩს 4 თებერვალს, "ატლანტას" წინააღმდეგ გამართავს.

თავის მხრივ, "ფინიქსი" ამავე რიცხვში "ნიუ ორლეანს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული