"მოკეტე, ძუკნა..." - ლებრონი მატჩის დროს ლამაზმანს დაუპირისპირდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 2 თებერვალს, "ატლანტა ჰოუქსისა" და "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მატჩის მიმდინარეობისას, ლებრონ ჯეიმსს "ატლანტას" გულშემატკივარ გოგონასთან მცირედი შელაპარაკება მოუვიდა, რის გამოც გოგონას დარბაზი დაატოვებინეს.

ამ თემასთან დაკავშირებით დაზარალებულმა მოგვიანებით სოციალურ ქსელში კომენტარი გააკეთა.

"ლებრონ ჯეიმსმა ჩემს ქმარს გახედა და აუშარდა. მე ჩემი ქმრის მხარე დავიჭირე და ვუთხარი, რომ მოეკეტა და ჩემს მეუღლეს არ დალაპარაკებოდა. თუ ის საუბარს განაგრძობდა, პასუხსაც გავცემდი.

რაზედაც ლებრონმა მითხრა - "მოკეტე, ძუკნა".

მე ვუპასუხე - "შენ თვითონ მოკეტე, ძუკნა" - განაცხადა კარენმა.

მატჩის დასრულების შემდეგ ჯეიმსმაც
გულშემატკივარს მცირედი კომენტარით მიმართა:

"მე მიყვარს გულშემატკივრები, როგორც "ლეიკერსის", ასევე მოწინააღმდეგის. ბედნიერი ვარ, რომ ისინი მოედანს დაუბრუნდნენ. არა მხოლოდ მე, ყველა მოთამაშე ბედნიერია. ჩვენ ეს გვაკლდა და გვჭირდებოდა.

არ ვფიქრობ, რომ ქალბატონს დარბაზი უნდა დაეტოვებინა. ორ ზრდასრულ მამაკაცს მცირედი შელაპარაკება მოგვივიდა, შემდეგ ისიც (გოგო) ჩაერთო, მაგრამ დარბაზიდან არ უნდა გაეშვათ" - განაცხადა ლებრონმა.

საბოლოოდ, დღევანდელი შეხვედრა "ლეიკერსის" გამარჯვებით, 107:99 დასრულდა.

საუკეთესო ენტონი დევისი გახლდათ, რომელმაც 25 ქულა, 2 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა.

თვითონ ლებრონ ჯეიმსმა 21 ქულა, 7 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო ტრეი იანგი გახლდათ, რომელმაც გუნდს 25 ქულა, 4 მოხსნა, 16 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.

კარგი მატჩი ჩაატარა კლინტ კაპელამაც, რომელმაც 16 ქულა, 13 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, ამდენივე ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა.




მომზადებულია si-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
ნინო ლომჯარია და ბაია პატარაია იმიტომ არ არიან და იმიტომ დუმან, რომ საკითხი მეტად რთულია. ერთი მხრივ ინციდენტი ესება გენდერულ უფლებებს, მეორე მხრივ რასობრივს.
საჭადრაკო ენით, რომ ვთქვათ - პატური სიტუაცია აქვთ უფრო ზუსტად კი "Zugzwang". იტყვიანნ და წააგებენ, არ იტყვიან და მაინც აგებენ. მეტს არარ გავაგრძელებ, თორემ ბულინგი დამბრალდება.
Großmeister
03 თებერვალი 2021 01:33
0
რატომ სდუმს ნინო ლომჯარია? სადაა ბაბულია პატარაია?
სასწრაფოდ გაგვაგებინეთ..
02 თებერვალი 2021 14:29
4
საღოლ კარგი იყო...)))
ASSASIN
02 თებერვალი 2021 17:00
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული