გოგამ მოედანი ნაადრევად დატოვა, არადა შესანიშნავად თამაშობდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 6 თებერვალს "ინდიანა პეისერსმა" "ნიუ ორლეანს პელიკანსს" უმასპინძლა. მატში სტუმართა გამარჯვებით 114:113 დასრულდა. 

გოგა ბითაძეს მონდომება უფასდება და მოედანზე დიდ დროს ატარებს, რაზეც შეგვიძლია ვთქვათ კარგად იყენებს. დღევანდელ შეხვედრაში გოგამ პარკეტზე 19 წუთი გააატარა, რა დროშიც 10 ქულა ( 2/4 პერიმეტრიდან, 2/3 ორ ქულიანი), 3 მოხსნა და 2 დაფარება დააგროვა, აღსანიშნავია 6 ჯარიმაც, რის გამოც ქართველმა მოედანი ნაადრევად დატოვა.  გოგას მარგი ქმედების კოეფიციენტი +13 გახლდათ, რითაც ტიჯეი მაკკონელთან ერთად საუკეთესო იყო.

"ინდიანას" რიგებში ყველაზე შედეგიანი ჯასტინ ჰოლიდეი გახლდათ, რომელმაც 22 ქულა,
6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა. 

ჯერემი ლემბის ანგარიშზე 17 ქულა, 6 მოხსნა, 1 გადაცემა, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება გახლდათ. 

ზემოხსენებულ ტიჯეი მაკკონელს დღევანდელ შეხვედრაში 9 ქულა, 2 მოხსნა, 15 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა ჰქონდა. 

რაც შეეხება "პელიკანსს", ბრენდონ ინგრამმა მორიგი ფანტასტიკური შეხვედრა ჩაატარა. ინგრამის ანგარიშზე 30 ქულა, 6 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა გახლდათ. 

პერიმეტრიდან შესანიშნავად ითამაშა ლონზო ბოლმა, რომელმაც 5 სამქულიანი ჩააგდო. რაც შეეხება უშუალოდ სტატისტიკას, ბოლის ანგარიშზე 20 ქულა, 9 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება გახლდათ. 

ზაიონ უილიამსონმა გუნდს 18 ქულა, 4 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 3 დაფარება მოუტანა. 

12 გამარჯვებითა და 11 მარცხით "ინდიანა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება. 

"პელიკანსი" 9 გამარჯვებითა და 12 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს. 

"ინდიანა" მომდევნო მატჩს 7 თებერვალს "იუტა ჯაზის" წინააღმდეგ გამართავს. 

"ნიუ ორლეანსი" ამავე რიცხვში "მემფისს" დაუპირისპირდება. 


altსაუკეთესო მაჩვენებელი გუნდში - ბითაძემ წუთები ჯეროვნად გამოიყენა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
ნელ ნელა შედის ფორმაში
irakli
10:28 06-02-2021
1
საოცარი ხალხი ვართ.თუ თამაში არ წაუვიდა გოგას მაშინვე ბოღმიანი კომენტარების ტრიალი მიდის აქ გამხნევების მაგვრად და კიდევ ჭკუის სწავლება რო გადავიდეს სხვაგან,დაბრუნდეს ევროპაში და ა.შ.
ზოგი რაღაც მგლების და ტურების ანდაზებით იფარგლება და ანთხევს შურს და ბოღმას. ყველას გასაგონად მინდა გითხრათ,რო თვითონ გოგას უნდა ტეტნერთან და საბონისთან თამაში.უზომად მადლობელია ორივესი.ასე რო დააყენეთ ტროიკა ყველამ.ჭკუის მასწავლებლებზე ერთი ვაგონი „მზეა“ჩამომდგარი...
შენ კი ჩემო პატარა თანამემამულე კაცო,ყური არავის უგდო,დაიკიდე ყველა ბოღმიანი „მზეზე“!
წარმატებები რემბოევიჩ,გულში გენაცვალე,შენ იცი,უნდა გვასახელო საგარეჯო!!!
Jordan beli
16:23 06-02-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული