გოგა ბითაძემ მოედანზე 15 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა (2/3 ორქულიანი), 5 მოხსნა და 1 დაფარება დააგროვა. აღსანიშნავია გოგას 3 პერსონალური ჯარიმაც. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ქართველის მარგი ქმედების კოეფიციენტი +3 გახლდათ.
"ინდიანას" რიგებში საუკეთესო დომანტას საბონისი გახლდათ, რომელმაც თავი 20 ქულით, 9 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.
კარგი მატჩი ჩაატარა დაგ მაკდერმოტმაც, რომელმაც 18 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
რაც შეეხება "იუტა ჯაზს", შესანიშნავად იასპარეზა გუნდის ლიდერმა დონოვან მიტჩელმა, რომელმაც გუნდს 27 ქულა, 9 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.
ბოგდან ბოგდანოვიჩის ანგარიშზე 18 ქულა, 5 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.
ფრანგმა ცენტრმა რუდი გობერმა "მსუყე" ორმაგი დუბლი შეასრულა. რუდის ანგარიშზე 16 ქულა, 16 მოხსნა და 3 დაფარება გახლდათ.
ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ "ინდიანა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება. "პეისერსს" 12 გამარჯვება და ამდენივე მარცხი აქვს.
თავის მხრივ, "იუტას" 19 მოგება და 5 მარცხი აქვს, რითაც დასავლეთ კონფერენციას სათავეში უდგას. ასევე 24 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ მოგებათა ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლით ლიგის საუკეთესო გუნდია (ჯერჯერობით).
"ინდიანა" მომდევნო მატჩს 11 თებერვალს, "ბრუკლინის" წინააღმდეგ გამართავს. "იუტა" 10 თებერვალს "ბოსტონს" დაუპირისპირდება.
მამუკელაშვილის 22 ქულა და გასვლითი გამარჯვება კონექტიკუტელ ჰასკებთან
გოგამ მოედანი ნაადრევად დატოვა, არადა შესანიშნავად თამაშობდა [VIDEO]