NBA-ს ფავორიტმა ზედიზედ მესამედ წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 10 თებერვალს, "დეტროიტ პისტონსმა" "ბრუკლინ ნეტსს" უმასპინძლა. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, 122:111 დასრულდა. 

"დეტროიტის" რიგებიდან ფანტასტიკურ სეზონს ატარებს ახალგაზრდა ჯერემი გრანტი, რომელმაც დღევანდელ შეხვედრაში 32 ქულა, 4 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა. 

კარგი მატჩი ჩაატარა დელონ რაითმაც, რომელმაც, თავის მხრივ, 22 ქულა, 4 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა. 

სუპერგუნდს დღევანდელ შეხვედრაში მთავარი ლიდერი კევინ დურანტი არ ჰყავდა. 

დურანტის არყოფნაში ყველაზე მეტი ქულა კაირი ირვინგმა დააგროვა, რომელმაც
27 ქულა, 2 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა. 

კარგი მატჩი ჩაატარა ჯეიმს ჰარდენმაც, რომელმაც გუნდს 24 ქულა, 6 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 5 დაფარება შესძინა. აღსანიშნავია "წვერას" 7 დაკარგვაც. 

ზედიზედ 3 მარცხის მიუხედავად, "ბრუკლინი" აღმოსავლეთ კონფერენციაში 14 გამარჯვებითა და 12 მარცხით მე-3 ადგილზე იმყოფება. 

რაც შეეხება "დეტროიტს", 6 მოგებითა და 18 მარცხით ამავე კონფერენციის ბოლო, მე-15 ადგილს იკავებს. 

"ნეტსი" მომდევნო მატჩს ხვალ, 11 თებერვალს, "ინდიანა პეისერსის" წინააღმდეგ გამართავს. 

თავის მხრივ, "დეტროიტი" 12 თებერვალს ამავე "ინდიანას" დაუპირისპირდება. 

სხვა მატჩების შედეგები: 

"მაიამი" - "ნიუ იორკი" - 98:96

"ნიუ ორლეანი" - "ჰიუსტონი" - 130:101

"სან ანტონიო" - "გოლდენ სტეიტი" - 91:114

"პორტლენდი" - "ორლანდო" - 106:97

"საკრამენტო" - "ფილადელფია" - 111:119

"იუტა" - "ბოსტონი" - 122:108

altლებრონ ჯეიმსის მორიგი რეკორდი და გამარჯვება [VIDEO]

altსუპერევროპელების დაპირისპირება და "დენვერის" მიჯრით მესამე მარცხი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული