გოგას მორიგი კარგი მატჩი, თუმცა ზედიზედ მეოთხე მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გოგა ბითაძემ მორიგ მატჩში 13 წუთი ითამაშა, თუმცა მისი გუნდი უიმედოდ დამარცხდა. "ინდიანა პეისერსი" ბრუკლინში კევინ დურანტის გარეშე მყოფ "ნეთსს" შეხვდა და 94:104 წააგო. პირველი ნახევრის შემდეგ ინდიანელები 32 ქულას აგებდნენ და მატჩის ბედიც გარკვეული იყო. საბოლოოდ, სტუმრებმა ჩამორჩენის 10 ქულამდე შემცირება მოახერხეს.

ბითაძემ თამაშიდან მხოლოდ ორჯერ შეუტია და ორჯერვე ჩააგდო. მის ანგარიშზე 4 ქულა, 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება დაგროვდა. ქართველი ცენტრი ორჯერ დაჯარიმდა და ბურთი არ დაუკარგავს. გოგა გაცილებით სარგებლიანი იყო, ვიდრე ინდიანელთა ძირითადი ცენტრი მაილს
თერნერი, რომელმაც ქართველზე ორჯერ მეტი – 26 წუთი დაჰყო მოედანზე. ტერნერმა შეხვედრა 3 ქულით, 3 მოხსნით და 1 დაფარებით დაასრულა. ამასთან, ის 5-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი ერთხელ დაკარგა.

"ბრუკლინს" სულ არ უგრძვნია დურანტის არყოფნა, რომელიც კორონავირუსის პროტოკოლის გამო იზოლაციაში იმყოფება. "ნეთსის" კიდევ ერთმა ვარსკვლავმა კაირ ირვინგმა 17-დან 17 საჯარიმო (!) ჩააგდო, მთლიანობაში 35 ქულა მოაგროვა და ინდიანელებს საქმე მალევე მოუთავა.

12 მოგებითა და 13 მარცხით "ინდიანამ" აღმოსავლეთ კონფერენციაში დაკარგა ერთპიროვნული მე-5 ადგილი. მას "ტორონტო" წამოეწია. შემდეგ მატჩს ბითაძის გუნდი 12 თებერვალს, დეტროიტში "პისტონსთან" გამართავს.

GBF


alt"შესაძლოა, გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდეს..." - გოგას კარგ თამაშს უცხოური მედია ეხმაურება


მკითხველის კომენტარები / 3 /
თვალსაზრისი
გოგას თამაში მაგრად წაუვიდა თუ
არა,
საბონისი და ტერნერი დაიშოკნენ.
აშკარად მოუკლეს შედეგიანობას.
მწვრთნელი ან საბოლოოდ უნდა დაყრდნობოდა გოგას ან იმ ორზე გაეკეთებინა არჩევანი.
რისკიანი ვერ გამოდგა და გოგა მოტეხა.
ძალიან შეცდა. დარჩნენ ძველ დონეზე
შარშანდელივით დიდი დიდი პლეიოფში გავიდნენ. მეტს ვერ მიაღწევენ.
თენგიზი
15 თებერვალი 2021 09:55
0
სასწაულია
რატომ ერ ხედავთ და არ წერთ რომ გოგა რამდენი შევიდა იმდენჯერ გამოასწორა მდგომარეობა.
მეოთხეში არ უნდა ფაეყვანა მწვრთნელს ბოლომდე უნდა ეთამაშა.
გავიდა თუ არა გაორმაგდა ჩამორჩენა.
აშკარად გოგას ხუთული უკეთესია
თნგო
11 თებერვალი 2021 12:56
0
სულ მაგას ვაკვირდები, რა ანგარიშზე შემოდის გოგა და რა ანგარიში ფიქსირდება მაშინ, როცა ის პარკეტზე არაა, ციფრები აშკარად გოგას მხარესაა, ეს არავის დარჩება შეუმჩნეველი საბოლოოდ , შეხედეთ სხვა გუნდების თამაშებს, ბევრია გოგაზე უკეთესი ცენტრი ნბა ში? იოკიჩზე არაფერს ვამბობ, იასნია, თუმცა გოგა იოკიჩამდეც მივა გულმოდგინეობით, მაგის ასაკში იოკიჩი ნაღდად არ იყო ესეთი, თუმცა ახლა სუპერია.
s
11 თებერვალი 2021 13:36
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული