დონჩიჩის სამმაგი და მნიშვნელოვანი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 11 თებერვალს, "დალას მავერიკსმა" "ატლანტა ჰოუქსს" უმასპინძლა. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, 118:117 დასრულდა. 

"დალასის" ევროპელმა ლიდერმა ლუკა დონჩიჩმა მორიგი შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. ლუკას ანგარიშზე 18 ქულა, 10 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება გახლდათ. 

ჯეილინ ბრანსონმა გუნდს 21 ქულა, 4 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა შესძინა. 

რაც შეეხება "ატლანტა ჰოუქსს", საუკეთესო მექულე ჯონ კოლინსი გახლდათ, რომელმაც თავი 33 ქულით, 8 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრით და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა. 

კარგი მატჩი ჩაატარა ტრეი იანგმაც, რომელმაც გუნდს
25 ქულა, 7 მოხსნა, 15 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება შესძინა. 

"დალასი" 12 გამარჯვებითა და 14 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზე იმყოფება. თავის მხრივ, "ჰოუქსი" 11 გამარჯვებითა და 13 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს. 

"მავერიკსი" მომდევნო მატჩს 13 თებერვალს, "ნიუ ორლეანის" წინააღმდეგ გამართავს. "ატლანტა" ამავე რიცხვში "სან ანტონიოს" დაუპირისპირდება. 


altგოგას მორიგი კარგი მატჩი, თუმცა ზედიზედ მეოთხე მარცხი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული