ემბიდის 50 ქულა და გამარჯვება! კამერუნელი ფანტასტიკურ ფორმაშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 20 თებერვალს, "ფილადელფია სევენთისიქსერსმა" "ჩიკაგო ბულსს" უმასპინძლა და 112:105 დაამარცხა. 

ფანტასტიკურ ფორმაში იმყოფება "ფილას" ლიდერი, ჯოელ ემბიდი, რომელმაც "ხარების" წინააღმდეგ 50 ქულა, 17 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 4 დაფარება დააგროვა. 

ჯოელს მხარი ტობიას ჰარისმა აუბა, რომელმაც თავი 22 ქულით, 12 მოხსნითა და 7 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. 

"ჩიკაგოს" რიგებიდან საუკეთესო ზაკ ლავინი გახლდათ, რომელმაც გუნდს 30 ქულა, 5 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა. 

სხვა არცერთი კალათბურთელი 20 ქულიან ზღვარს არ გადაცდენილა. 

20
მოგებითა და 10 მარცხით "ფილადელფია" აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილს იკავებს. 

რაც შეეხება "ბულსს", 12 გამარჯვებითა და 16 მარცხით გუნდი ამავე კონფერენციაში  მე-9 ადგილზე იმყოფება. 

"სევენთისიქსერსი" მომდევნო მატჩს 22 თებერვალს, "ტორონტო რეპტორსის" წინააღმდეგ გამართავს. 

თავის მხრივ, "ჩიკაგო" 21 თებერვალს "საკრამენტო კინგსს" დაუპირისპირდება. 


altლებრონის ფენომენალური შედეგი! "ბრუკლინმა" "ლეიკერსი" დაამარცხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული